“ყველაფერს აქვს საზღვარი, ვექტორი გაასწორეთ და რეჟიმზე მიმართეთ თქვენი რისხვა” – ინგა გრიგოლია

ყველაფერს აქვს საზღვარი. ვექტორი გაასწორეთ და რეჟიმზე მიმართეთ თქვენი რისხვა, თუ შეიძლება რა. დაბადების დღეების მილოცვა მათთვის, ვისთანაც წლების მეგობრობა გაკავშირებს, არის ადამიანობა და არავის საქმე არაა, ვის მიულოცავს ნებისმიერი ჩვენგანი. ჩემთვის მაგალითად, როცა დაბადების დღე არ მომილოცეს მათ, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება გავიარე და დღეს სხვა პოზიციაზე დგომის გამო დამიკიდეს, ისეთი გულსატკენი ამბავი აღმოჩნდა, დიდი ხანი რომ გამყვება.. ხოდა, საქმეს მივხედოთ ყველამ. Dianna Trapaidze მიყვარხარ, სწორედ იმოტომ, რომ ასეთი ხარ, როგორიც ხარ და ადამიანი ხარ პირველ რიგში კომენტარებს ნუ დამიწერთ ჩემი მეგობრის სალანძღავად, წაგშლით. ბრძოლას ვერავინ გვასწავლის, არავინ ვიბრძვით არავისზე ნაკლებად, რეჟიმის წინააღმდეგ და მორალის კითხვას შეეშვით! და კიდევ- ბაბლის წესებს არ ვექვემდებარებით, ზოგისთვის რომ ყველაფერი მოსულა ,სულ რომ @….. დაწეროს და ჩაიდინოს და არ იმჩნევთ, იმიტომ რომ ბაბლის წევრია და სხვებს ადამიანურ ემოციებს არ პატიობთ და ქოლავთ. საქმეს მიხედეთ რა!

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი