„მოლოდინი რომ ახალ წელს პროდუქცია გაძვირდება, აბსურდულია, ასე არ იქნება“ – ივა ჭყონია

„მოლოდინი რომ ახალ წელს პროდუქცია გაძვირდება, აბსურდულია. მინდა დაგამშვიდოთ, ასე არ იქნება“, – ამის შესახებ დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ რადიო „კომერსანტთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი ლარის კურსის სიმყარემ განაპირობა და თუ ასეთი ტრენდი გაგრძელდება, სტაბილურობა დაახლოებით მომავალი წლის თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.
„ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავთ რომ ინფლაციის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და მოსალოდნელ ნიშნულზე ქვემოთაა. ამის მოლოდინი არსებობდა.
წლის დასაწყისი იყო საკმაოდ რთული, რადგან ს აგრესიამ უკრაინის მიმართ და ომმა ძალიან დიდი პრობლემები შექმნა, პირველ რიგში, ლოგისტიკური მიმართულებით. სასურსათო ბაზარზე იყო დიდი გაურკვევლობა და ფასები საკმაოდ გაზრდილი იყო. თუმცა, წლის მეორე ნახევრიდან გარკვეულწილად უკვე სტაბილურობა შეინიშნებოდა საერთაშორისო ბაზრებზე და ჩვენთანაც დაბალანსდა ფასები. ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ სტაბილური ფასები გვაქვს. ამას ხელი შეუწყო ლარის სტაბილურობამ. თუ ლარი ინფლაციის მაჩვენებლის ამ ტრენდს გააგრძელებს, რა თქმა უნდა, ყველა მხრივ კარგი მდგომარეობა გვექნება.
მოლოდინი რომ ახალ წელს პროდუქცია გაძვირდება, აბსურდულია. მინდა დაგამშვიდოთ, ასე არ იქნება. პირიქით, ბაზარზე კონკურენცია იმდენად მაღალია რომ კომპანიები აქციებით ეცდებიან რაც შეიძლება მეტი პროდუქცია გაყიდონ და უფრო ხელსაყრელ ფასად შესთავაზონ მოსახლეობას.
ეს პროცესი უკვე დაწყებულია და არაერთ ბრენდულ ჰიპერმარკეტში უამრავ აქციას ნახავთ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ თებერვლის ბოლომდე სტაბილურობა შენარჩუნდება“, – აღნიშნა ივა ჭყონიამ.

ასევე დაგაინტერესებთ