პრეზიდენტს მივაწვდი ამ ინფორმაციას – ეკა ბესელიამ გიორგი ჩიკვაიძე მოინახულა

გლდანის ციხეშია – იურისტი გიორგი ჩხიკვაძის საქმეში ჩაერთო. ბესელია ამბობს, რომ ბიზნესმენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აინტერესებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც.
“მისი უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენ, ყველამ, ვისაც შეგვიძლია, რაიმე ფორმით მხარდაჭერა თუ სამართლებრივი კუთხით დახმარება, გავაკეთოთ ის, რაც შესაძლებელია ამ ეტაპზე. როგორი პოლიტიკური ინტერესიც არ უნდა იყოს მისი დასჯის „ოცნების“ მხრიდან და ეს ჩანს სამწუხაროდ ძალიან ღიად და აშკარად, მათ არ უნდა ავიწყდებოდეთ, რომ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათვე. და ნებისმიერი გაუარესება ჯანმრთელობის მდგომარეობის, არის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში სახელმწიფოსი. ამის შემდეგ, ალბათ, სახალხო დამცველთანაც მექნება ამის თაობაზე საუბარი, ადვოკატსაც ბუნებრივია დაველაპარაკები, პრეზიდენტსაც ამ ინფორმაციას მივაწვდი, იმიტომ, რომ დაინტერესებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით”- ამბობს .
უკვე მეცხრე დღეა, გიორგი ჩხიკვაძე სამარტოო საკანში შიმშილობს. ბოლო ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია. საქმეში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატიც. ოჯახი ჩიკვაიძის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს