შვედეთის პრემიერ-მინისტრი – ჩვენი ფიქრები დღესაც საქართველოსთან იქნება და ჩვენი მოთხოვნები რეფორმების შესახებ კვლავ დარჩება

ჩვენი ფიქრები დღესაც საქართველოსთან იქნება და ჩვენი მოთხოვნები რეფორმების შესახებ კვლავ დარჩება, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„როგორც იცით საქართველო დღის წესრიგში ძალიან ხშირად არის და დღეს, რომ არ არის, ეს მხარდაჭერის ნაკლებობას არ ნიშნავს. რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ და ეს ბევრჯერ გამოვხატეთ. ჩვენი ფიქრები დღესაც საქართველოსთან იქნება და ჩვენი მოთხოვნები რეფორმებისა და სწორი მიმართულების შესახებ კვლავ დარჩება ისე, როგორც ადრე“, – განაცხადა ულფ კრისტერსონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიკა ბერძენაძე: შეიძლება სააკაშვილი უმძიმესადაც გააკრიტიკო. მაგრამ როცა კრიტიკა გადადის ადამიანის უფლებების გაუქმებაში, მაშინ პრობლემა აღარ არის სააკაშვილი ! პრობლემა ხდება ის აზროვნება, რომელიც მზადაა სახელმწიფოს მისცეს მკვლელობის მორალური ლიცენზია