რუსეთთან ურთიერთობა უნდა გვქონდეს – მათ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერიტორია და ბუნებრივი რესურსებით მდიდარი მიწა აქვთ – ტრამპი

რუსეთთან ურთიერთობა უნდა გვქონდეს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Breitbart News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მათ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერიტორია აქვთ, ჩინეთზე უფრო დიდი. მათ 11 სასაათო სარტყელი აქვთ და ბუნებრივი რესურსებით მდიდარი მიწა აქვთ. ახლა სთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას ვაფორმებთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ფულს უკან ვიბრუნებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიზანს არ წარმოადგენს, აშშ-ს მიერ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებამ, შესაძლოა, ს ჩინეთთან დაშორება გამოიწვიოს.
„შეიძლება ეს ამის შედეგი იყოს. ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა უნდა გვქონდეს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
www.interpressnews.ge