უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები აცხადებს, რომ 20 დეკემბრის ღამეს რუსებმა უკრაინას შეუტიეს “შაჰიდის” ტიპის 19 უპილოტო საფრენი აპარატით. უწყების განცხადებით, 18 ჩამოაგდეს.
შეტევა იყო ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცას, ხმელნიცკის, კიევის, ჩერნიგოვისა და კიროვოგრადის რეგიონებში. უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთმა დრონები ანექსირებული ყირიმიდან გაუშვა.
გარდა ამისა, რუსებმა დარტყმა განახორციელეს ორი საზენიტო მართვადი რაკეტით S-300 რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის რეგიონიდან ხარკოვის რეგიონში. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ ყოფილა.