სენატორ ქრაქის ტექნოლოგიური დიპლომატიის ინსტიტუტის (The Krach Institute for Tech Diplomacy) მრჩეველთა საბჭოს გამგეობაში აირჩიეს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სენატორ ქრაქის ტექნოლოგიური დიპლომატიის ინსტიტუტის (The Krach Institute for Tech Diplomacy) მრჩეველთა საბჭოს გამგეობაში აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ანა დოლიძე თავად ავრცელებს.
„მეგობრებო, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ამირჩიეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტექნოლოგიური დიპლომატიის ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოში. მომდევნო თვეებში საზღვარგარეთ გავმართავ შეხვედრებს საბჭოს წევრებთან, რათა გავიზიარო ის გამოცდილება, რაც შეიძლება ჰქონდეს განვითარებულ ქვეყნებს ამ მიმართულებით,“ – წერს ანა დოლიძე.
როგორც დოლიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სენატორ ქრაქის ტექნოლოგიური დიპლომატიის ინსტიტუტი ტექნოლოგიურ გამოცდილებას, სილიკონ ველის სტრატეგიებს და საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტებს აერთიანებს.
„მრჩეველთა საბჭო წარმოადგენს მრავალფეროვან გლობალურ საზოგადოებას, რომელშიც სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ყოფილი წევრები, მათ შორის, ყოფილი პრემიერ-მინისტრები, ბიზნესისა თუ აკადემიური ინსტიტუტების წარმომადგენლები შედიან. საბჭოს წევრები ერთად უზრუნველყოფენ ექსპერტიზას, სტრატეგიული მიმართულებების განვითარებას და ადვოკატირებას“, – წერს ანა დოლიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს – ზუსტად იმ სამართლით გაგვასამართლეს, რა სამართალიც არ გვინდოდა ყოფილიყო – არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს

კობახიძე: გამორჩეული ლიდერების სიმცირე თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები და ეს ქვეყანა, თურქეთი, თავისი დიდი ლიდერით, გამონაკლისია

შალვა პაპუაშვილი – არის სურვილი, უშუალო შეხვედრების გზით, ჩვენი ვიზიტებით დედაქალაქებში, გვქონდეს პირდაპირი კონტაქტი ჩვენს კოლეგებთან – ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში