– მემარცხენე „დიფ სთეითი“ მართლმსაჯულების სისტემას ხალხის ნების ჩასაშლელ იარაღად იყენებს

ს პრემიერ-მინისტრი, ე.წ. „დიფ სთეითს“ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის მართლმსაჯულების სისტემის „ხალხის ნების ჩასაშლელად“ გამოყენებას ცდილობს.
„როდესაც ამერიკასა და ისრაელში არჩევნებში ძლიერი მემარჯვენე ლიდერი იმარჯვებს, მემარცხენე „დიფ სთეითი“ მართლმსაჯულების სისტემას ხალხის ნების ჩასაშლელ იარაღად იყენებს“, – წერს ნეთანიაჰუ სოციალურ პლატფორმა X-ზე.
გამოცემა The Times of Israel-ი წერს, რომ ნეთანიაჰუს ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე სამართალდამცავებმა ნეთანიაჰუს თანაშემწეებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ორი ეჭვმიტანილი დააკავეს და დაკითხეს. გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად, გადაურიცხეს თუ არა ნეთანიაჰუს თანაშემწეებს ათასობით დოლარი კატარიდან ბოლო თვეების განმავლობაში.

ასევე დაგაინტერესებთ

საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური – დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია – პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა მასთან, ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან