ბორის პისტორიუსი – ვნახეთ, რომ პუტინსა და ტრამპს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები არ შემცირებულა – პუტინი საკუთარ თამაშს თამაშობს

პუტინსა და ტრამპს შორის გამართული თითქოსდა მნიშვნელოვანი სატელეფონო ზარის შემდეგ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები არ შემცირებულა, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
„პუტინი საკუთარ თამაშს თამაშობს და დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის პრეზიდენტი არ დაჯდება და ამას დიდხანს არ უყურებს. ჩვენ ვნახეთ, რომ პუტინსა და -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის გამართული თითქოსდა მნიშვნელოვანი და შესანიშნავი სატელეფონო საუბრის შემდეგ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები საერთოდ არ შემცირებულა“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.
მისი თქმით, კრემლის მოთხოვნა, რომ დასავლეთმა ს სამხედრო და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეუჩეროს, მიუღებელია.
„ეს სრულიად ნათელია. პუტინი ცდილობს უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას ხელი შეუშალოს, რათა კიდევ ერთი თავდასხმის შემთხვევაში, იქნება ეს ცეცხლის შეწყვეტის დროს თუ მის შემდეგ, უკრაინამ თავის დაცვა ვერ შეძლოს“, – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.