“Fara”-ს, მეშვეობით ცნობილი ხდება სხვადასხვა პოლიტიკოსების, ავანტიურისტების თუ რადიკალების ავი ზრახვები და საქმეები საქართველოს წინააღმდეგ

“Fara”-ს, მეშვეობით ცნობილი ხდება სხვადასხვა პოლიტიკოსების, ავანტიურისტების თუ რადიკალების ავი ზრახვები და საქმეები საქართველოს წინააღმდეგ
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, ეხმიანება ინფორმაციას FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტის შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ ყოფილმა პრემიერმა, ნიკა გილაურმა, -ში ლობისტური კომპანია Continental Strategy-ი დაიქირავა, რაშიც 600 000 დოლარი გადაიხადა.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, ეს ყველაფერი ვითომ რაღაც „დიად სტრატეგიულ მიზნებს“ უნდა მოხმარებოდა, სინამდვილეში კი ნიკა გილაურის პირად პიროვნულ „პიარზე“ და კიდევ ვინ იცის რაზე იყო მიმართული და სწორედ ეს არის სხვადასხვა ფონდების, ვითომდა ჰუმანურის მაგივრად ხშირ შემთხვევაში ბინძური პოლიტიკური, კრიმინალური მიზნების განხორციელების ერთ-ერთი სერიოზული ინსტრუმენტი.
„“Fara”-ს, ამერიკულ კანონს, რომ დიდი და მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს ამაზე მგონი ორი აზრი არ არსებობს, მისი საშუალებით არამარტო ფინანსური გამჭვირვალეობა, არამედ ინფორმირებულობა უზრუნველყოფილი, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გარკვეულ წილად სახელმწიფოს უსაფრთხოებაცაა დაცული. სწორედ ამ კანონის საშუალებით ვიგებთ, ვინ რაში ხარჯავს ფულს, ვინ ვის ლობირებს და რატომ და რა მიზნით. შესაბამისად “Fara”-ს, მეშვეობით ცნობილი ხდება სხვადასხვა პოლიტიკოსების, ავანტიურისტების თუ რადიკალების ავი ზრახვები და საქმეები საქართველოს წინააღმდეგ.
აგერ, მაგალითად ვიგებთ, რომ ყოფილი პრემიერი, ნიკა გილაურის, კომპანია Reformatics-ი აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy-ის ქირაობს, შემდეგ ფონდში ბიზნესმენებს 600 000 დოლარს არიცხვინებს (ნებაყოფლობით, იძულებით, შანტაჟით თუ მუქარით ეს კიდევ სხვა საკითხია), ეს ყველაფერი ვითომ რაღაც „დიად სტრატეგიულ მიზნებს“ უნდა მოხმარებოდა, სინამდვილეში კი მის პირად პიროვნულ „პიარზე“ და კიდევ ვინ იცის რაზე იყო მიმართული. აი, ეს არის სხვადასხვა ფონდების, ვითომდა ჰუმანურის მაგივრად ხშირ შემთხვევაში ბინძური პოლიტიკური და კრიმინალური მიზნების განხორციელების ერთ-ერთი სერიოზული ინსტრუმენტი. საქართველოში გამჭვირვალობის კანონის, რუსულად „შერაცხვის“ შემდეგ კი ზუსტად ამერიკული “Fara”-ს, ანალოგი და თარგმანი კანონი, რადიკალების და ავანტიურისტების ავ ზრახვებს კიდევ უფრო გააშიშვლებს, შესაბამისად სამართალდამცავებსაც ადეკვატური რეაგირება ექნება,“-წერს ნიკოლეიშვილი.
Next: ის ანტიქართული საქმეები, რომელსაც აქ მყოფი მეხუთე კოლონის წარმომადგენლები აკეთებენ, გარედან ზეწოლისა და ლობირების გარეშე არ ხდება – გილაური საქართველოს მტრებს უხვად უხდის ქართველი ხალხისადმი მოპარულ ფულებს

ასევე დაგაინტერესებთ

ჩემი შვილი, ახალაიას დაკვეთით, დაიბარეს ვითომ თათბირზე ქუთაისში. დახვდა სპეცრაზმი, გაიტაცეს, ჩაიყვანეს ბათუმში, აიყვანეს ნავზე, დახვრიტეს, ბეტონის ფილები გამოაბეს და ზღვაში გადააგდეს. ზღვის ბინადრების ლუკმა გამიხადეს ჩემი შვილი, გვამიც არ მაღირსეს დასამარხად

სოზარ სუბარი დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას საქმეებზე: ორივე გაიყვანეს, მოკლეს, მოაბეს ფეხზე ბეტონის ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში, დადგენილია დამნაშავეც, რომელიც სასჯელს იხდის, ეს არის აფხაზეთის კუდ-ის უფროსი, რომან შამათავა, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა

ბრიტანეთის საელჩოს განცხადებიდან ორ დღეში, რომელშიც ელჩი უორდი ამტკიცებდა, რომ „მომავლის აკადემია” მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, ამავე ორგანიზაციამ მიმართვაში გამოიყენა სიტყვები – „ივანიშვილის რეჟიმი” და „რუსული კანონი”

გია ანსიანი დავით ცინდელიანის გატაცებაზე: სამმა შავებში ჩაცმულმა ახალგაზრდამ პირდაპირ უთხრა შენ გადმოდიო. წაიყვანეს მანქანისკენ, არაფერი უჩვენებიათ. გამოგვყევით ქალაქის მთავარ სამმართველოშიო, ვჯდები მანქანაში და მანქანის გასაღები ამოუცლიათ