ზელენსკის თხოვნა და ტრამპის თანხმობა – “ფანტასტიკური სატელეფონო საუბარი შედგა”

პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის ფანტასტიკური სატელეფონო საუბარი შედგა” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, მაიკ უოლცის ერთობლივ განცხადებაშია საუბარი.
მათი თქმით, ზელენსკიმ ტრამპს დამატებითი Patriot სისტემები სთხოვა, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა.
“პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები მოითხოვა, განსაკუთრებით პატრიოტის სარაკეტო სისტემები. პრეზიდენტი ტრამპი მასთან თანამშრომლობას დათანხმდა, რათა მოძებნოს ხელმისაწვდომი სისტემები, განსაკუთრებით ევროპაში…” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე