ერთადერთი, ვინც ხელისუფლებას ანიჭებს ლეგიტიმაციას, ეს არის ხალხი, ჩვენ გვაქვს ხალხის მხრიდან მონიჭებული ლეგიტიმაცია, მთავარი იარაღი, რაც აქვს ქართულ სახელმწიფოს დღეს, არის ის, რომ ქვეყანას მართავს სუვერენული და ხალხის მიერ ლეგიტიმირებული

ერთადერთი, ვინც ხელისუფლებას ანიჭებს ლეგიტიმაციას, ეს არის ხალხი, ჩვენ გვაქვს ხალხის მხრიდან მონიჭებული ლეგიტიმაცია, მთავარი იარაღი, რაც აქვს ქართულ სახელმწიფოს დღეს, არის ის, რომ ქვეყანას მართავს სუვერენული და ხალხის მიერ ლეგიტიმირებული
ჩვენ გვაქვს ხალხის მხრიდან მონიჭებული ლეგიტიმაცია, დანარჩენი არის გამოწვევები, მაგრამ მთავარი იარაღი, რაც ქართულ სახელმწიფოს აქვს დღეს, არის ის, რომ ქვეყანას მართავს სუვერენული და ხალხის მიერ ლეგიტიმირებული ხელისუფლება, ეს არის მთავარი, დანარჩენი არის პოლიტიკური გამოწვევები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთადერთი, ვინც ხელისუფლებას ანიჭებს ლეგიტიმაციას, არის ხალხი.
„დიფ სთეითი“ დასუსტდა აშშ-ში და შესაბამისად, ცდილობს, უფრო მეტად გამოიყენოს თავისი რესურსები ევროკავშირში. აშშ-სა და ევროკავშირში „დიფ სთეითი“ იყო ერთნაირად ძლიერად წარმოდგენილი, იქ დასუსტდა და შესაბამისად, ცდილობს, უფრო გაამძაფროს შეტევა ევროპული სტრუქტურების და ევროპული ბიუროკრატიის მეშვეობით. ეს არის რეალობა და ამას უკავშირდება ევროკავშირის წარმომადგენლების, ბიუროკრატების, ჩინოვნიკების გაძლიერებული თავდასხმები. განსაკუთრებით ეს ეხება კონკრეტულ ქვეყნებს, სადაც პრაქტიკულად სუვერენიტეტი აქვს დაკარგული სახელმწიფოს, ეს არის განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნები, სადაც პირდაპირ „დიფ სთეითის“ მიერ იმართება ხელისუფლებები. მათი მხრიდან კიდევ უფრო მძაფრია ეს თავდასხმები, რაც ძალიან სამწუხაროა. რაც შეეხება ლეგიტიმაციას, ერთადერთი, ვინც ხელისუფლებას ანიჭებს ლეგიტიმაციას, ეს არის ხალხი. ჩვენ გვაქვს ხალხის მხრიდან მონიჭებული ლეგიტიმაცია, დანარჩენი არის გამოწვევები, მაგრამ მთავარი იარაღი, რაც აქვს ქართულ სახელმწიფოს დღეს, არის ის, რომ ქვეყანას მართავს სუვერენული და ხალხის მიერ ლეგიტიმირებული ხელისუფლება, ეს არის მთავარი, დანარჩენი არის პოლიტიკური გამოწვევები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Previous: ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული პოლიტიკა და საბოლოო ჯამში ამან მოიტანა ის, რომ მუდმივი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ წინ მივდიოდით ყველა მიმართულებით, მათ შორის ევროინტეგრაციისკენ

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა