რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით ტყვეთა გაცვლის ფარგლებში 372 სამხედრო გაცვალეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვმა დააბრუნა 175 უკრაინელი სამხედრო ტყვე, ასევე „22 მძიმედ დაჭრილი სამხედრო ტყვე, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ“, ხოლო კიევმა 175 რუსი ჯარისკაცი.
ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
“დღეს კიდევ ერთი დღეა, როცა თავის ხალხს იბრუნებს. რუსული ტყვეობიდან ჩვენი 175 დამცველი გათავისუფლდა. კიდევ 22 მცველი სახლში ბრუნდება გაცვლის მიღმა არსებული ზომებით, რომელთა შორის არიან მძიმედ დაჭრილი მეომრები და ისინი, ვისაც დევნიდა მოგონილი დანაშაულებისთვის. ყველა მათგანი დაუყოვნებლივ მიიღებს აუცილებელ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას”, – წერს ზელენსკი და დასძენს, რომ უკრაინას ახსოვს “ჩვენი თითოეული გმირი და ჩვენს ხალხს, ყველას სახლში მოვიყვანთ”.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად