დედაქალაქთან მიახლოებისას რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოვაგდეთ | კიევის ადმინისტრაცია

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს განცხადებით, ღამის განმავლობაში რუსების მიერ დედაქალაქ სკენ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს. მას არ დაუკონკრეტებია რამდენი უპილოტო საფრენი აპარატით უტევდა მტერი კიევს.
“უპილოტო საფრენი აპარატები, წინასწარი ინფორმაციით, “შაჰიდის” ტიპის, დედაქალაქში შევიდნენ სამხრეთის მიმართულებით, შავი ზღვიდან, დაფრინავდნენ ოდესის, კიროვოგრადის და ჩერკასის რაიონებში”, – დაწერა მან.
მისი ინფორმაციით, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.