FARA-მ კიდევ ერთი უსამშობლო გამოავლინა – დავით ჩიხელიძე

ახლა გასაგებია რატომ ხდება -ს მოქალაქეების მიერ მთავრობის მადისკრედიტირებელი განცხადებების გაკეთება, ეს არა მათი გულწრფელი პოზიცია არამედ გილაურის, კეზერაშვილის და მავანთა ფულით ნაყიდი განცხადებებია, რომელსაც რეალობასთან საერთო არ აქვს! – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე FARA-ზე გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომლის მიხედვით, რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელმა ნიკა გილაურმა ლობისტებს 6 თვეში 600 000 დოლარი უნდა გადაუხადოს.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, გილაურის მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავებამ, კიდევ ერთხელ შეგვახსენა გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობა, რომელსაც საქართველოს, გარე ჩარევებისგან დაცვა შეუძლია.
„FARA-მ კიდევ ერთი უსამშობლო გამოავლინა, გილაური რომელიც პატრიოტიზმზე გვესაუბრება, საქართველოს დასაზიანებლად ნახევარ მილიონ დოლარზე მეტს იხდის! აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის, თანახმად ნიკა გილაურის კომპანიამ აშშ-ში ლობისტური კომპანიის დაქირავებისთვის 600 000 დოლარი გადაიხადა. თანამშრომლობა რამდენიმე საკითხს მოიცავს, მათ შორის შეხვედრებს, აშშ-ში საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამოქმედო სტრატეგიის შემუშავებას, მხარდამჭერ ქმედებებს და ა.შ. ახლა გასაგებია რატომ ხდება აშშ-ს მოქალაქეების მიერ მთავრობის მადისკრედიტირებელი განცხადებების გაკეთება, ეს არა მათი გულწრფელი პოზიცია არამედ გილაურის, კეზერაშვილის და მავანთა ფულით ნაყიდი განცხადებებია, რომელსაც რეალობასთან საერთო არ აქვს!
გილაურის მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავებამ, კიდევ ერთხელ შეგვახსენა გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობა, რომელსაც საქართველოს, გარე ჩარევებისგან დაცვა შეუძლია. დღეს საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს ასობით უცხოური ფონდი თუ კერძო პიროვნება აფინანსებს, ფინანსების ნაწილი გაუმჭვირვალეა, რომლის დიდი ნაწილი არა სამოქალაქო სექტორის თუ კონკრეტული დარგების განვითარებას, არამედ ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის შემოტანას ემსახურება“, – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს