აჭარასა და შიდა ქართლში წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოავლინეს

წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი გამკაცრებულია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მათმა წარმომადგენლებმა აჭარასა და შიდა ქართლში კანონდარღვევის ფაქტები გამოავლინეს.
უწყება ახსენებს მოსახლეობას, რომ წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე მოქმედებს 2000 ლარიანი ჯარიმა, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც ემატება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო