თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, 22 მარტიდან წარმოგიდგენთ კოტე სულაბერიძის პერსონალურ გამოფენას „ჩემი კავკასიონი”. გამოფენა მხატვრის 1990-იანი წლებიდან დღემდე შექმნილ შერჩეულ ნამუშევრებს აერთიანებს.
გამოფენის მთავარი ღერძია სამშობლოს იდეა, რომელიც პირდაპირი ან ირიბი მინიშნებებით კვეთს მხატვრის თითოეულ ნამუშევარს. დღევანდელ გარემოში, სადაც საქართველო მრავალ გამოწვევას უპირისპირდება, ეს გამოფენა არ არის მხოლოდ რეტროსპექტული ხედვა; ეს არის დიალოგი წარსულსა და აწმყოს შორის და ფიქრი მომავალზე. ჩემი კავკასიონი – სადაც წარმოდგენილია თანამედროვე საქართველოს პირველი ნაბიჯების პარალელურად შექმნილი ნამუშევრები, ერთის მხრივ ისტორიის მიმოხილვაცაა და თანამედროვე გამოწვევებზე რეაქციაც.
კოტე სულაბერიძის ნამუშევრებში სამშობლო არ არის მხოლოდ გეოგრაფიული ან პოლიტიკური სივრცე. ეს არის ემოციური და კულტურული ლანდშაფტი, რომელიც რეალური და სიმბოლური დეტალებით ივსება, საბნის ნაოჭებიდან – მთის ფერდებამდე. მისი შემოქმედება ერთდროულად ასახავს სახიფათო, რთულ რეალობასა და ინტიმურ კავშირს სამშობლოსთან.
კოტე სულაბერიძე (დაბ. 968) ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი ნამუშევრები 1990-იან წლებში გამოჩნდა და მას შემდეგ კონცეპტუალური ფერწერის, წიგნის ილუსტრაციისა და ვიდეო არტის მიმართულებით მუშაობს.
მხატვარს 100-ზე მეტი წიგნის დიზაინსა და ილუსტრაციაზე უმუშავია, მათ შორის ერლომ ახვლედიანის წიგნის ვანო და ნიკო ჰოლანდიურ ენაზე გამოცემისთვის (Voetnoot, 2003), ქართულ გამოცემებზე კენ კიზის… გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა (დიოგენე, 2012) და უმბერტო ეკოს ვარდის სახელით (დიოგენე, 2011).
კოტე სულაბერიძე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებსა და გამოფენებში. მისი ბოლოდროინდელი სოლო გამოფენებია: ,,მშვიდი ცხოვრება” (თანამედროვე ხელოვნების გალერეა, ქარვასლა, თბილისი, 2020); ,,…ტურფასა საბაღნაროსა…” (ბაია გალერეა, თბილისი, 2023). მისი ნამუშევრები აგრეთვე წარმოდგენილი იყო თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში – KIASMA (ჰელსინკი, ფინეთი, 2007); Progressive Nostalgia – Centro per L’Arte Contemporanea Luiggi Pecci (პრატო, იტალია, 2007); Sotheby’s-ის აუქციონის სახლსა (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 2013) და Vienna Fair-ზე (ვენა, ავსტრია, 2014).
სულაბერიძემ განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო, ხოლო შემდგომ წლებში პედაგოგიური მოღვაწეობა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიასა და თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში (VA(A)DS).
გამოფენის კურატორები არაინ სანდრო სულაბერიძე და მარიამ წიქარიძე.
გამოფენის ნახვა შესაძლებელია ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00-დან 20:00 საათამდე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში მარჯანიშვილის ქ.7.
Kote Sulaberidze
My Caucasus
You can visit the exhibition from March 22, 17:00 to 20:00.
Exhibition duration: March 22 – May 31, 2025
The gallery of TBC Concept’s multifunctional space is pleased to present Kote Sulaberidze’s solo exhibition My Caucasus. The exhibition brings together selected works created by the artist from the 1990s to the present day.
The main axis of the exhibition is the idea of the Motherland, which crosses each of the artist’s works with direct or indirect references. In today’s context, where Georgia faces numerous challenges, this exhibition is not just a retrospective; it is a dialogue between the past and the present and reflections on the future. My Caucasus showcases works created alongside the first steps of modern Georgia—serving both as a historical review and a response to contemporary challenges.