Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე BMGTV-ის ეთერში ამბობს, რომ მათი პროგნოზით ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8% შეინარჩუნებს და ამ მიმართულებით კლების მოლოდი არ აქვთ. რაც შეეხება სამომხმარებლო ფასების ინდექსს, ქავთარაძის თქმით, 2025 წელს ისინი ელიან რომ საშუალო წლიური ინფლაცია 3.9%-მდე გაიზრდება.
“ჩვენი შეფასებით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე მიმდინარე წლის განმავლობაში იქნება შენარჩუნებული, რადგან ინფლაციაზე მოთხოვნიდან ზეწოლა ძლიერი დარჩება. თან აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოთხოვნაში ხელფასების ზრდაც შედის. როგორც ვიცით 2026 წლის ჩათვლით საჯარო სექტორში ხელფასები 8-10%-ით იზრდება, ამას კერძო სექტორიც მიჰყვება, რადგან სამუშაო ძალა უძვირდებათ. ეს მოთხოვნის ნაწილზე აისახება. მიწოდების მხარეს გვრჩება სურსათის ფასები, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მზარდია და არ ვფიქრობ, რომ წლის განმავლობაში შემცირდება. ამასთან გასათვალისწინებელია ენერგეტიკის მიმართულებით როგორი ტენდენცია იქნება და თუ შემობრუნდება [ფასები], მაშინ ინფლაციაზე წნეხი საკმაოდ გაიზრდება. ჩვენი საბაზისო პროგნოზით, მიმდინარე წელს ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 3.9% იქნება”, – ამბობს ქავთარაძე.
ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთი გასული წლის მაისიდან უცვლელად 8%-ზე ინარჩუნებს.
