ბათუმში საპროტესტო აქცია განახლდა

“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” – ამ ლოზუნგით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია განახლდა.
მოქალაქეების თქმით, მთავარი მოთხოვნაა, პროევროპულ აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლება და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება.
აქციის მონაწილეები საპარლამენტო ს ხელახლა დანიშვნას ითხოვენ.
“უამინდობა არ გვაშინებს, წვიმის მიუხედავად აქ ვართ და ვითხოვთ სამართლიანობას. არ დავიღლებით, რომ ხელისუფლებას შევახსენოთ ტყვეები, რომლებიც უკანონოდ დააკავა”, – აღნიშნეს მათ.