დღეს ფონდ ფროსფერითი ჯორჯიას განჩინება ჩაბარდა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ მათი ანგარიშები დააყადაღა. ფონდში აცხადებენ, რომ განჩინებაში ბუნდოვნად არის აღწერილი ანაგრიშების დაყადაღბის მოტივი აღძრული სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე.
“დღეს ფონდს ჩაბარდა განჩინება, სადაც ბუნდოვნად აღწერილია მისი ანგარიშების დაყადაღების მოტივი, აღძრული სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე.
იურისტებთან ერთად განვიხილეთ განჩინება და მათთან კონსულტაციის საფუძველზე გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული საქმე წარმოადგენს სამართლებრივ ნონსენსს.
მოცემული გადაწყვეტილებით ადამიანების თანადგომა ცხადდება დანაშაულად; არადა ფონდის მიზანი სწორედ დაზარალებული ხალხის დახმარებაა.
ფონდი მუშაობს წესდებით განსაზღვრული მიზნების შესაბამისად და ჩვენი საქმიანობა შემოიფარგლება საჯაროდ გაცხადებული ჰუმანიტარული ქმედებებით.
საზოგადოების წინაშე მაღალი პასუხიმსგებლობიდან გამომდინარე, ფონდი საქმიანობას წარმართავს გამჭვირვალედ. მისი საქმიანობა არის საჯარო და კანონთან შესაბამისი. რეგულარულად ქვეყნდება მისი ყველა აქტივობა და ფინანსური ანგარიში”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ნანუკას ფონდის, ფროსფერითისა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გარდა, დაყადაღებულია ორგანიზაცია სირცხვილიასა და ფონდი ერთმანეთისთვის ანგარიშები.
პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდები დაყადაღდა იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც რეჟიმის სატელიტი “საზოგადოებრივი მოძრაობის” ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. სატელიტი ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი ვატო შაქარიშვილია.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თქმით, გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
