OPEC+-ის ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების გაზრდა და დონალდ ტრამპის სავაჭრო ომის შედეგად გლობალური ეკონომიკის შენელება წამყვან ანალიტიკოსებს აიძულებს შეამცირონ პროგნოზები ნავთობის გლობალურ ფასებზე. თუ მათი შეფასებები დადასტურდება, რუსული ნავთობი შესაძლოა ბარელზე 50 დოლარზე დაბლა დაეცეს.
ყველაზე პესიმისტურ პროგნოზებს უმსხვილეს საინვესტიციო ბანკებს შორის იძლევიან Citigroup და JPMorgan Chase: ისინი ვარაუდობენ, რომ Brent-ის ფასი 60-65 დოლარამდე დაეცემა ბარელზე მიმდინარე წლის განმავლობაში, აღნიშნავს Bloomberg.
