– სალომე ზურაბიშვილმა ვერ გამოიჩინა ფხა, მიუხედავად იმისა, რომ ევრობიუროკრატიამ ყველაფერი ჩადო მასში – „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“, ვერ გააკეთა

სალომე ზურაბიშვილმა ვერ გამოიჩინა ფხა, მიუხედავად იმისა, რომ ევრობიუროკრატიამ ყველაფერი ჩადო მასში – შეხვედრები მოუწყვეს, ქარტია დაუწერეს, ქოლგა დააჭერინეს ხელში, რომლის ქვეშაც უნდა გაერთიანებულიყო მთელი ოპოზიცია, მაგრამ ვერ ქნა, „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“, ვერ გააკეთა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს მითი, თითქოს, ოპოზიციაში შეუთანხმებლობა არსებობს, თუმცა რეალურად, არავითარი დაპირისპირება არ არსებობს.
ვოლსკი აღნიშნავს, რომ მთავარი, რაზეც შეთანხმება არსებობს, არის ის, რომ ხელისუფლება რევოლუციის გზით გადააყენონ და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნასთან დაკავშირებით მუდმივი მოთხოვნა სწორედ რევოლუციური სცენარის ერთ-ერთი საგანგებო ნაწილია.
„სალომე ზურაბიშვილს გუშინ თამარ მეფეს ეძახდნენ, დღეს უნიათო ადამიანს უწოდებენ. ერთმანეთში არავითარი დაპირისპირება არ არსებობს. შეიძლება ცალკეული გამოხტომები არის გარკვეულ თემებზე, მაგრამ ფაქტია, არჩევნების ბოიკოტი, დესტრუქცია, დესტაბილიზაცია, რევოლუცია, გადაყენება, რიგგარეშე არჩევნების უსაფუძვლო მოთხოვნები არის ყველას დღის წესრიგი. სალომე ზურაბიშვილმა ვერ გამოიჩინა ფხა, რომ გაეერთიანებინა ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ევრობიუროკრატიამ ყველაფერი ჩადო მასში. შეხვედრები მოუწყვეს, ქარტია დაუწერეს და ქოლგა დააჭერინეს ხელში, რომლის ქვეშაც უნდა გაერთიანებულიყო მთელი ოპოზიცია, მაგრამ ვერ ქნა. „არა შეჯდა მწყერი ხესა“, არა იყო გვარი მისი. ვერ გააკეთა. აქედან გამომდინარეობს რაღაცა მითი იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციაში თითქოსდა შეუთანხმებლობა არსებობს. შეთანხმება არსებობს ერთი – ეს არის გაერთიანება ადამიანებისა, როლებიც შეკრულები არიან საქართველოს წინააღმდეგ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე