გიორგი ბუტიკაშვილი – ლანდსბერგისთან შეხვედრაზე მთავარი თემა იყო სანქციები და ბალტიის ქვეყნების როლი ამ მიმართულებით

მთავარი თემა იყო სანქციები და ბალტიის ქვეყნების როლი ამ მიმართულებით, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გიორგი ბუტიკაშვილის თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე, რომლის ნაწილი საქართველოც უნდა იყოს.
„ბალტიის ქვეყნები ყოველთვის სანქციების მედროშეები არიან. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ ბალტიის ქვეყნებს შეუძლიათ ჩვენი დახმარება, კომუნიკაცია დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის პოლონეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან. ვინაიდან, მათი სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე, ყურადღება გავამახვილეთ, რომ ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა არ უნდა დასრულდეს უკრაინაში და საქართველოც ამის ნაწილი უნდა გახდეს. მნიშვნელოვანია, რომ ევროპას უნდა ვახსოვდეთ, თუმცა, ამისთვის ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ აღარ ვჩანვართ იმ პრობლემების ფონზე, რაც ევროპას დღეს დაუდგა ამერიკის პოლიტიკიდან გამომდინარე, ამიტომ ჩვენი პოლიტიკა უნდა გავააქტიუროთ, მეტი კომუნიკაცია გვჭირდება დასავლეთთან“, – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან