“დროებით ქირით ვცხოვრობდით… კინაღამ გავგიჟდი, ყველა მუშა მაგიჟებდა” – ქეთა თოფურიამ მოსკოვში სასახლე აიშენა: რას ჰყვება მომღერალი

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქეთა თო­ფუ­რია მალე ახალ, დიდ ბი­ნა­ში გა­და­ვა, რო­მელ­საც ქმარ­თან, ბიზ­ნეს­მენ ლევ ძენ­გოვ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იშე­ნებ­და. სულ მალე წყვი­ლი ახალ სა­ცხოვ­რე­ბელ­ში გა­დას­ვლას აღ­ნიშ­ნავს. ბინა მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში მდე­ბა­რე­ობს.

  • თო­ფუ­რი­ას თქმით, მშე­ნებ­ლო­ბა დიდ ნერ­ვებს და ფი­ნან­სებს მო­ი­თხოვ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით კი მომ­ღე­რალს ის აბ­რა­ზებ­და, როცა მშე­ნებ­ლო­ბა­ზე პრობ­ლე­მე­ბი ჩნდე­ბო­და. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე წარ­სუ­ლია. ასე რომ, მალე თო­ფუ­რია ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას სახ­ლში ექ­სკურ­სი­ას დაჰ­პირ­და.

“ერთი სახ­ლი­დან მე­ო­რე­ში გა­დავ­დი­ვარ. უკვე დიდი ხა­ნია ვა­შე­ნებთ. ძა­ლი­ან ბევ­რი კვად­რა­ტია, ზუს­ტად აღარც მახ­სოვს რამ­დე­ნი. ამ პრო­ცეს­ში დრო­ე­ბით ქი­რით ვცხოვ­რობ­დით. თით­ქმის ოთხი წელი დაგ­ვჭირ­და მშე­ნებ­ლო­ბის­თვის – სულ რა­ღაც ხდე­ბო­და, სულ ახა­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჩნდე­ბო­და… კი­ნა­ღამ გავ­გიჟ­დი. ყვე­ლა მუშა მა­გი­ჟებ­და.

ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ის იყო, რომ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­დან ვა­კე­თებ­დით. მა­გა­ლი­თად მხო­ლოდ ფა­სა­დი – ოთხჯერ გა­და­ვა­კე­თეთ. ჩემი ქმა­რი ნამ­დვი­ლი პე­დან­ტია. ყვე­ლა­ფერს იდე­ა­ლუ­რი უნდა ჰქონ­დეს, ოჰ, ღმერ­თო, სად­მე რომ მცი­რე შე­უ­სა­ბა­მო­ბა იყოს,“ – გა­ნა­ცხა­და 38 წლის ქე­თამ ად­გი­ლობ­რივ შო­უ­ში.

  • მომ­ღე­რალს ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი არ აქვს, მან თა­ვი­სი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უზ­რუნ­ველ­ყო სა­კუ­თა­რი მო­მა­ვა­ლი – წერს რუ­სუ­ლი მე­დია. ასე­ვე, ქე­თას საკ­მა­ოდ ხელ­გაშ­ლი­ლი მე­უღ­ლე ჰყავს, რო­მე­ლიც ცოლს ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბით ხში­რად ანე­ბივ­რებს.

ქეთა ხში­რად ეწე­ვა ქველ­მოქ­მე­დე­ბას – ის ეხ­მა­რე­ბა მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს და ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ მკურ­ნა­ლო­ბას. პე­რი­ო­დუ­ლად საქ­ველ­მოქ­მე­დო პოს­ტებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს.

ცოტა ხნის წინ, მომ­ღე­რალ­მა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა ცნო­ბი­ლი კო­ლე­გე­ბის მი­მართ და სთხო­ვა მის­გან მა­გა­ლი­თი აე­ღოთ.

“იცით, რა მაკ­ვირ­ვებს ყვე­ლა­ზე მე­ტად?! სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ვინ­ტე­რეს­დი და შე­ვა­მოწ­მე, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ჩემი გვერ­დი აქვთ გა­მო­წე­რი­ლი – გან­სა­კუთ­რე­ბით ისი­ნი, ვი­საც მი­ლი­ო­ნო­ბით გა­მომ­წე­რი ჰყავს – წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ურე­აქ­ცი­ოდ ჩა­უ­ა­როს ჩემს ვი­დე­ო­ებს და არ გა­ა­ზი­ა­როს. არც ერთი მათ­გა­ნი არ იყო მზად, რომ უბ­რა­ლოდ „რე­პოს­ტი“ გა­ე­კე­თე­ბი­ნა ბავ­შვის და­სახ­მა­რებ­ლად. იცით, რა­ტომ? როცა ასეთ პოსტს ვა­ზი­ა­რებ, ჩემი გა­მომ­წე­რე­ბი ორი ათა­სით მცირ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი ემიჯ­ნე­ბი­ან მსგავს თე­მას, რად­გან, სამ­წუ­ხა­როდ, სხვი­სი ტკი­ვი­ლის აღ­ქმა არ შე­უძ­ლი­ათ. თით­ქოს მას თავს არი­დე­ბენ. არ ეს­მით, რომ ჩვენ ერთი მთლი­ა­ნი ორ­გა­ნიზ­მი ვართ და ერ­თმა­ნეთს უნდა ვეხ­მა­რე­ბო­დეთ,“ – გულ­წრფე­ლად გა­ნა­ცხა­და თო­ფუ­რი­ამ.