,, მიგრაციის ადმინისტრაციამ ჩემ მიმართ ჩაატარა სკანდალური სპეცოპერაცია კლინიკა “ვივამედის” ადმინისტრაციის მონაწილეობით” – თემურ ქათამაძე

ბათუმელი მედროშე, რეჟიმის პატიმარი თემურ ქათამაძე ოლიგარქის სასამართლოში პროცესზე სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციამ კლინიკა “ვივამედთან” ერთად “სპეცოპერაცია ჩაატარა”, ისინი, არასათანადო კვების მიწოდებით, შეეცადნენ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დაეყენებინათ.
“ჩემი 48-დღიანი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, 4 მარტს სამკურნალოდ გადამიყვანეს კლინიკა “ვივამედში”, სადაც მიგრაციის ადმინისტრაციამ ჩემ მიმართ ჩაატარა სკანდალური სპეცოპერაცია კლინიკა “ვივამედის” ადმინისტრაციის მონაწილეობით. ორივე მხარე ერთად შეეცადა, ჩემი კუჭის, ორგანოების დაზიანებით განზრახ ჩემი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება ჩემთვის არასათანადო კვების მიწოდებით. ეს ჩემნაირი, 48 დღიანი მოშიმშილისთვის გამანადგურებელი იყო.
5 მარტს, ღამე მე “ვივამედის” ჯოჯოხეთი დამანახეს, ჩემი სიცოცხლე უფლის მეშვეობით გადარჩა. ორმხრივი, ანუ მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებისა და “ვივამედის” მედპერსონალის ფსიქოლოგიური წნეხით,ზეწოლის შედეგად ჩემი ნებისყოფა გატყდა და მოიპოვეს მათზე სრული დამორჩილება. ამის საფუძველზე იძულებით, ჩემი კვებითი აღდგენის მკურნალობა შევწყვიტე კლინიკა “ვივამედში” და დავბრუნდი უკან, მიგრაციაში. კლინიკიდან მიგრაციაში წამოვიღე ხუთი კვების კონტეინერი, რომელიც ჩემ ოთახში, შემდეგი პროცესებისთვის მტკიცებულების სახით არის განთავსებული,” – აცხადებს თემურ ქათამაძე(ინტერპრესნიუსი)

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს, ჯვარზე ტანჯულ მაცხოვარს არ დავიწყებია დედა, თავის მოწაფეს ეუბნება, აჰა დედა შენი, ანუ იზრენე დედაჩემზე, როგორც შენს დედაზეო

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად