კირ სტარმერი ტელეფონით დონალდ ტრამპს ესაუბრა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ცნობით, კირ სტარმერსა და აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა.
„პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შესახებ აცნობა. კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად უკრაინა რაც შეიძლება ძლიერ პოზიციაში უნდა იყოს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.
ასევე, პრესსპიკერის განცხადებით, მხარეებმა აშშ-ს მიერ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო იერიშებიც განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს, ჯვარზე ტანჯულ მაცხოვარს არ დავიწყებია დედა, თავის მოწაფეს ეუბნება, აჰა დედა შენი, ანუ იზრენე დედაჩემზე, როგორც შენს დედაზეო

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად