სებ-მა სესხის გამცემი სუბიექტი შპს „იუნაითედ კაპიტალი“ ₾18 ათასით დააჯარიმა – მიზეზები

· სესხის გამცემ სუბიექტს სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა დაგვიანებით ჰქონდა წარდგენილი, რის გამოც 5 000 ლარით დაჯარიმდა. როგორც ირკვევა, კომპანია საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა 2021 წლის 21 ოქტომბერს, რის შემდეგაც მაქსიმუმ 10 სამუშაო დღეში უნდა წარედგინა პირველადი აღრიცხვის ფორმა, თუმცა ის 2025 წლის 28 იანვარს წარადგინა.
· ასევე, დაფიქსირდა სესხის გამცემი სუბიექტის მიერ შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის ორი ფაქტი, რის გამოც დაჯარიმდა 4 000 ლარით.
· სესხის გამცემი სუბიექტის მიერ რისკის შესაბამისად ხელმძღვანელობისგან პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების თაობაზე ნებართვის მიუღებლობის (გარდა პოლიტიკურად აქტიური პირისა) ერთი ფაქტის გამო კი 2 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა.
· სესხის გამცემი სუბიექტის მიერ კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის ორი ფაქტი გამოვლინდა, რაზეც ჯარიმა 4 000 ლარით განისაზღვრა.
· სესხის გამცემი სუბიექტის მიერ (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის ერთ ფაქტზე ჯარიმამ 1 000 ლარი შეადგინა.
· სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევის ორ ფაქტზე გამოწერილი ჯარიმა 2 000 ლარია.