ჩეხეთის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ არ წარმოადგენს ჩეხეთის პარლამენტს და მათ ქმედებებზე პასუხი ვერ ექნება

ჩეხეთის პარლამენტის კომიტეტის რეზოლუციაზე ჩეხეთის საელჩო პასუხისმგებლობას იცილებს. „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ, რომელიც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას ეხებოდა, საელჩომ ქვეყნის მმართველობის მოდელი განმარტა.
საუბარია რეზოლუციაზე, რომლითაც პარლამენტის კომიტეტი მოუწოდებს მთავრობას, რომ მოითხოვოს საქართველოში ახალი საპარლამენტო ს დანიშვნა, ე.წ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ითხოვენ სანქციებსაც.
„ჩეხეთის რესპუბლიკა არის საპარლამენტო დემოკრატია, სადაც ძალაუფლება დაყოფილია საკანონმდებლო (ჩეხეთის პარლამენტი), აღმასრულებელ (ჩეხეთის მთავრობა და ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი) და სასამართლო შტოებად. საელჩო არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი და არ არის უფლებამოსილი კომენტარი გააკეთოს ჩეხეთის პარლამენტის საქმიანობაზე, რომელიც შედგება ორი პალატისგან – ქვედა პალატა (დეპუტატების პალატა) და სენატი – ზედა პალატა. გთხოვთ მიმართოთ პირდაპირ ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრესსამსახურს“, – განუცხადეს „ქრონიკას“ საელჩოში.

ასევე დაგაინტერესებთ

2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა, ოპოზიციის ვიზიტები მიმართულია საპირისპიროსკენ, რომ რამენაირად ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას

ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს ყველაფერი აქვს შესრულებული, მაგრამ მეორე მხრიდან შეჩერებულია საუბრები გაფართოებაზე, ნატოს წარმომადგენლები ნათლად აცხადებენ, რომ არც საშუალოვადიან პერსპექტივაში აპირებენ უკრაინის და საქართველოს გაწევრიანების განხილვას