საქართველოს ტერიტორიაზე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის გამო, სომხეთს რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუჩერდება. ამის შესახებ „გაზპრომ სომხეთი“ იტყობინება.
როგორც შეტყობინებაშია აღნიშნული, სომხეთს ბუნებრივი აირის მიწოდება 26 დეკემბერს 13:00-დან 19:00 საათამდე შეუწყდება.
სარემონტო სამუშაოები „ჩრდილო კავკასია-ამიერკავკასიის“ სატრანზიტო გაზსადენის ყაზახ-საგურამოს 125-ე კილომეტრზე განხორციელდება.
„გაზპრომ სომხეთის“ ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდების შეჩერების პერიოდში რესპუბლიკის მომხმარებლების გაზის უწყვეტი და საიმედო მიწოდება განხორციელდება კომპანიის შიდა რეზერვების მოცულობების გამო შეზღუდვების გარეშე.
