უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბორისპოლის აეროპორტის გახსნა უკრაინის გამარჯვებას ნიშნავს.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება ფრენების განახლებაზე მუშაობს, მაგრამ ბორისპოლის აეროპორტიდან რეგულარული სამოქალაქო ფრენები შორეული პერსპექტივაა, რაც, მისი თქმით, გამარჯვების მოახლოებასთან ერთად გახდება შესაძლებელი.
“ბორისპილი ჰგავს შავ ზღვას. ეს არის ძალიან სერიოზული ოპერაცია, გულწრფელად გეტყვით. ბორისპოლის გახსნა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გამარჯვებაა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ უკრაინა იმარჯვებს. ეს ძალიან სერიოზულია”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ფრენების აღდგენა ასევე მძლავრი ეკონომიკური ნაბიჯია და უკრაინა ამ საკითხს პარტნიორებთან ერთად განიხილავს. “გულწრფელად ვიტყვი: ასეთ კითხვას ვუსვამთ ჩვენს კოლეგებს და ზუსტად ვიცით, რა გვჭირდება” – თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 19 დეკემბერს Boeing 777-მა ბორისპოლის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ტექნიკური ფრენა შეასრულა.