თეთრი სახლის პრესსპიკერი – არასდროს ვყოფილვართ მშვიდობასთან ისე ახლოს, როგორც ამ მომენტში ვართ

მშვიდობასთან ისე ახლოს არასდროს ვყოფილვართ, როგორც ახლა ვართ, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა სა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მშვიდობასთან ისე ახლოს, როგორც ამ მომენტში ვართ. პრეზიდენტს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს“, – განაცხადა ლივიტმა.
კეროლაინ ლივიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხვალ -ისა და ს პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგება.
ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერი ფრანგი ევროპარლამენტარის, რაფაელ გლუკსმანის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-მა საფრანგეთს თავისუფლების ქანდაკება უნდა დაუბრუნოს.
„ჩემი რჩევა ამ უსახელო ფრანგი დაბალი დონის პოლიტიკოსისთვის იმის შეხსენება იქნება, რომ სწორედ აშშ-ის დამსახურებით არ საუბრობენ დღეს ფრანგები გერმანულად. ამიტომ, ისინი მადლიერები უნდა იყვნენ ჩვენი დიდებული სახელმწიფოს მიმართ“, – აღნიშნა ლივიტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ALDE – მკაცრად ვგმობთ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას და სხვა პოლიტიკოსების დაპატიმრების შესახებ მუქარებს – ამ ნაბიჯს განვიხილავთ, როგორც კიდევ ერთ მტკიცებულებას, რომ “ქართული ოცნების” მთავრობას პროტესტებისა და მზარდი საჯარო ზეწოლის ეშინია

მაია კოპალეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე – იქამდე მივედით, რომ ადვოკატის ყოლის უფლებაც კი შეუზღუდეს, რა თქმა უნდა, სპეციალურად – რაც დღეს სასამართლომ ჩაატარა, იყო პოლიტიკური დაკვეთის შესრულება