დონალდ ტუსკი – ვილნიუსისა და ვარშავის სავაჭრო ცენტრებში ხანძრის გაჩენაზე რუსეთის სპეცსამსახურები არიან პასუხისმგებლები – ამ სახელმწიფოს ბუნება ასეთია

გასულ წელს ვილნიუსში IKEA-ს მაღაზიაში გაჩენილი ხანძრის უკან რუსეთის სამხედრო დაზვერვა დგას , – ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ლიეტუვის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლიეტუვის პროკურატურის განცხადებით, 2024 წლის მაისში, ვილნიუსში მდებარე IKEA-ს მაღაზიას ცეცხლი უკრაინის ორმა მოქალაქემ წაუკიდა, მომხდარის უკან კი რუსეთის სამხედრო დაზვერვა იდგა.
ლიეტუვის პროკურატურაში განაცხადეს, რომ მომხდარს ტერორიზმის მუხლით იძიებენ და ერთ-ერთი დამნაშავე პოლონეთში დააკავეს.
ამასთან, ლიეტუვის პროკურატურის ინფორმაციით, იმავე ჯგუფმა შარშან პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრს ცეცხლი წაუკიდა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დააკავეს.
ლიეტუვის პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მოლაპარაკებების დაწყებამდე ამის ცოდნა კარგია“.
„ძვირფასო მოკავშირეებო, ლიეტუვის პროკურატურის გამოძიებამ დაადასტურა ჩვენი ეჭვი, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ვილნიუსისა და ვარშავის სავაჭრო ცენტრებში ხანძრის გაჩენაზე არიან პასუხისმგებლები. მოლაპარაკებების დაწყებამდე ამის ცოდნა კარგია. ამ სახელმწიფოს ბუნება ასეთია“, – წერს ტუსკი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა