გლობალური ფონდი უკრაინას აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ საბრძოლველად 165 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს

გლობალური ფონდი 2024-2026 წლებში ს აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრმების ფარგლებში 165 მილიონ დოლარს გამოუყოფს. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია სამ საგრანტო ხელშეკრულებაზე, რომელიც უკრაინაში მომდევნო 3 წლის განმავლობაში განხორციელდება.
“ეს თანხები მოხმარდება აივ ინფექციითა და ტუბერკულოზით დაავადებული უკრაინელების სამედიცინო დახმარებას, ასევე სოციალურად საშიშ დაავადებებთან ბრძოლას”, – განაცხადა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ლიაშკომ.
როგორც უკრაინული მედია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრზე დაყრდნობით წერს, 2023 წლის ნოემბერში უკრაინაში ოფიციალურად აივ ინფექციის 948 და ტუბერკულოზის 1433 შემთხვევა დაფიქსირდა.