,, ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან ერთად, ამ ისტორიულ უსამართლობაზე დღეს ც იზიარებს პასუხისმგებლობას” – თინა ბოკუჩავა

ნაცმოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა:
“მინდა, გამოვეხმაურო ს გადაწყვეტილებას, რომ არ შეეწყალებინა . საერთაშორისო აქტორების, მათ შორის, ევროპარლამენტის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართ არაერთი მოთხოვნისა და მოწოდების მიუხედავად, რომ შეეწყალებინა, მან მის ხელთ არსებული კონსტიტუციური შეწყალების ბერკეტი არ გამოიყენა.
შეწყალების ინსტრუმენტის არგამოყენებაზე მისი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ მისი შეწყალების აქტი სააკაშვილის თავისუფლებას არ განაპირობებდა. დღეს დადასტურდა, რომ მორალური და პოლიტიკური განაცხადის გარდა, მისი შეწყალების გადაწყვეტილებას პრაქტიკული და რეალური შედეგიც ექნებოდა. დღეს მოსამართლე შეკრებითობის პრინციპს ვერ გამოიყენებდა, ვინაიდან ყველა მისჯილ საქმეზე ზურაბიშვილის შეწყალების აქტით, მსჯავრი და პატიმრობის შესაბამისი წლებიც გაქარწყლდებოდა. ამიტომ, ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან ერთად, ამ ისტორიულ უსამართლობაზე დღეს სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს პასუხისმგებლობას.
საქართველოს ისტორიის ფურცლებზე აუცილებლად დაიწერება, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, რომელმაც ევროპის დროშით რუსული საოკუპაციო რეჟიმისთვის წინააღმდეგობა სცადა, არ შეიწყალა მე-3 პრეზიდენტი, ვინც საქართველოში ევროპის დროშა პირველად აღმართა”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: პიროვნულ დონეზე, ნინოს (რახან დავმეგობრდით და სახელებით მივმართავთ ერთმანეთს) მინდა ვუთხრა, რომ გავიგე მისი ძახილი. ამოვიკითხე რის თქმასაც ცდილობს და ადამიანურად ვუთანაგრძნობ იმ ვითარების გამო, რაშიც გაყო თავი

გია ხუხაშვილი – „ლელოს“ აკრძალვის მოთხოვნა ვირეშმაკული ტაქტიკაა, ამას სასამართლო, ალბათ, არ დააკმაყოფილებს, ხაბეიშვილმა კი პროვოკატორის როლი შეასრულა და ხელი შეუწყო სარჩელს – ამაზე გაბრაზდებიან, თუმცა ცივი წყალი დალიონ