პესკოვი: პუტინისა და ტრამპის შეხვედრის თარიღზე ლაპარაკი ჯერ შეუძლებელია

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ამ ეტაპზე დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის “არანაირი მონახაზი” არ არსებობს.

“ჯერ შეუძლებელია თარიღებზე საუბარი, იმიტომ რომ არანაირი მონახაზი არ არსებობს. თუ პრეზიდენტები მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეხვედრა რა თქმა უნდა შედგება, თარიღებს თავად სახელმწიფოების მეთაურები შეათანხმებენ”. – თქვა პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ დღეს, მოსკოვი და ვაშინგტონი “ორმხრივი ურთიერთობების რეანიმაციისა და სხვადასხვა დონეებზე დიალოგის აღდგენის გზას ადგანან”.

ბოლო მონაცემებით, 18 მარტს ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგება, რომელზეც ლიდერები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ