სადაზღვევო კომპანია Global Benefits Georgia-მ 2024 წელი 45%-იანი ზრდით დაასრულა. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ ილია გოგიძემ bmg-თან საუბრისას განაცხადა, ინფლაციის გამორიცხვითაც, კომპანიამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია, განსაკუთრებული მატება კი ჯანმრთელობის, ავტო და სამოგზაურო დაზღვევის მიმართულებები დაფიქსირდა.
რაც შეეხება 2025 წლის მოლოდინებს, კომპანიის მოლოდინია, რომ მაჩვენებლები 15-20%-ის ფარგლებში გაიზრდება.
„2024 წარმატებული წელი იყო, რაც 2023 წელთან მიმართებით 45%-იანი ზრდით გამოიხატა. განვითარება გვქონდა თითქმის ყველა პროდუქტში. პორტფელის ზრდა რაც 39 მლნ-დან 58 მლნ-მდე შევძელით არ იყო მხოლოდ ფასების მატებით გამოწვეული და ინფლაციის ეფექტი. ბაზარზე მომხმარებლის რაოდენობა გაიზარდა. სტატისტიკურად რომ გავზომოთ, 45%-იანი ზრდაში 10% მოდის ინფლაციაზე, დანარჩენი მოდის ახალ დაზღვეულებზე.
სადაზღვევო ინდუსტრიას უწყვეტი ზრდა აქვს და იმედის მომცემია ის, რომ კომპანიის მაჩვენებელი ინდუსტრიის ზრდის მაჩვენებელს ბევრად აღემატება. მოლოდინებიც დადებითი გვაქვს და ვფიქრობთ 15-20%-იან ზრდას შევძლებთ, ეს თან იმ ფონზე როცა ფასების რადიკალურ ზრდას არ მოვიაზრებთ. ვფიქრობთ, რომ შევინარჩუნებთ ფასებს და ახალ პროდუქტებს შევქმნით.“ – განაცხადა ილია გოგიძემ.




