პუტინის პირადი ექიმი ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად საქართველოშია – მედია

რუსეთის დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის პირადი ექიმი, ლეონიდე ბოკერია, ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად, რამდენიმე დღეა საქართველოში იმყოფება.
როგორც “გურიის მოამბეს” ფოთიდან აცნობეს, ორი დღის განმავლობაში დელეგაცია ფოთში იმყოფებოდა, გუშინ, საღამოს კი შეკვეთილში, სასტუმრო “პარაგრაფისაკენ” გაემართნენ.
ჟურნალისტთა დელეგაციაში იმყოფებიან “ისტანკინოს”, “ნტვ” სა და ტვ “რასიას” გადამღები ჯგუფები.
ჯერჯერობით უცნობია თუ კონკრეტულად ვისი მიწვევით იმყოფება რუსების დელეგაცია საქართველოში.
ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ რუსი ჟურნალისტები გადაღებებს აწარმოებენ, ხოლო თავად ლეონიდე ბოკერია გარკვეულ შეხვედრებს მართავს დახურულ დონეზე.(გურიის მოამბე)

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის