გერმანიაში ქართველ კაცს ცოლის მოკვლის მცდელობის ბრალდებით ეძებენ

გერმანიაში ქართველ თენგიზ კაკიაშვილს ცოლის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ეძებენ.
როგორც გერმანული მედია იუწყება, 46 წლის კაცმა ტრამვაიში ქალის დაწვა სცადა. შემთხვევის შემდეგ ტრამვაის მგზავრებმა სასწრაფო გაჩერების ღილაკს დააჭირეს და ტრამვაი გაჩერდა. გერმანული მედიის ცნობით, ბრალდებულმა თენგიზ კაკიაშვილმა ტრამვაის გაჩერებით ისარგებლა და გაიქცა.
რაც შეეხება ქალს, ტრამვაის მძღოლმა ცეცხლის ჩაქრობა ცეცხლმაქრით მოახერხა და მას თავდაპირველად სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ კი სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გერმანიის პოლიციამ გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო და ამ დროისთვის თენგიზ კაკიაშვილს ფოტოზე დაყრდნობით ეძებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს