პოლიციამ თბილისში, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2002 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს.
დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფიო ხორგუანი გიორგი გვარაკიძეს – როდესაც სტუდენტს აუდიტორიის წინ აკავებთ და ამის გამბედაობა გაქვთ, კირიენკოს მიმართ თუ დაიწყებთ გამოძიებას?! – ეს გამბედაობა თუ გეყოფათ? – რატომ გეშინიათ? იოლია ხომ სტუდენტის დაჩაგვრა?!