გერმანიის პოლიცია ეძებს ქართველ კაცს, რომელმაც ცოლს ტრამვაიში ცეცხლი წაუკიდა

გერმანული მედიის ინფორმაციით, გერმანიის პოლიცია ეძებს ქართველ კაცს, 46 წლის თენგიზ კაკიაშვილს, რომელმაც ქალაქ გერაში ცოლს ტრამვაიში აალებადი სითხე შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.
მომხდარის შემდეგ მგზავრებმა ტრამვაიში სასწრაფო დახმარების ღილაკს დააჭირეს, რის შემდეგაც კარი გაიღო და დამნაშავე გაიქცა. რაც შეეხება დაზარალებულს, ცეცხლი ტრამვაის მძღოლმა ცეცხლმაქრით ჩააქრო.
მძიმედ დაშავებულ ქალს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს და სამაშველო ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიცია დამნაშავეს აქტიურად ეძებს, აქვეყნებს დეტალებს მის შესახებ და მოუწოდებს მოქალაქეებს, თუ მას ნახავენ, პოლიციაში დარეკონ.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფიო ხორგუანი გიორგი გვარაკიძეს – როდესაც სტუდენტს აუდიტორიის წინ აკავებთ და ამის გამბედაობა გაქვთ, კირიენკოს მიმართ თუ დაიწყებთ გამოძიებას?! – ეს გამბედაობა თუ გეყოფათ? – რატომ გეშინიათ? იოლია ხომ სტუდენტის დაჩაგვრა?!