უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსად ანდრეი გნატოვი დანიშნა.
ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმაც გაავრცელა.
თავად გენშტაბის გავრცელებული ინფორმაციით, ანატოლი ბარგილევიჩი, რომელიც ამ პოსტს გნატოვამდე იკავებდა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტორი გახდება.
რუსტემ უმეროვის თქმით, მისი ამოცანა სამხედრო სტანდარტების მონიტორინგი და სამხედრო დისციპლინის გაძლიერება იქნება.
თავდაცვის მინისტრის თქმით, გენერალ გნატოვს 27-წლიანი სამხედრო გამოცდილება აქვს და საზღვაო ქვეითთა ბრიგადის, ოპერატიული დანაყოფისა და უკრაინის არმიის გაერთიანებული ძალების მეთაურიც იყო.
