საფრანგეთში ქართველმა ქალმა ქმარი მოკლა

საფრანგეთში ქართველმა ქალმა ქმარი მოკლა. როგორც ფრანგული მედია წერს, შემთხვევა ქალაქ ტულონში 17 დეკემბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, 28 წლის ქალმა 31 წლის ქმარი გაგუდა.

მედიის ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული ლანა კ. მეუღლის მიერ 2022 წლის აგვისტოში ჩადენილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა, პროცედურა გაუქმდა მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა მასზე ძალადობა უარყო.

ცნობილია, რომ ცოლ-ქმარს ხუთ შვილი ჰყავს, ყველა მცირეწლოვანი ბავშვთა თავშეფარში გადაიყვანეს.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.