რას საუბრობს, ჩემთვის აქტუალური და საინტერესო არ არის, აღარ არის პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი, არ ვიცი, რას საუბრობს, დიდი ინტერესიც არ მაქვს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის დამოკიდებულება ამ ხელისუფლების მიმართ, ძალას უნდა დაუპირისპირდეს ძალა, კოორდინირებულად უნდა ვიმუშაოთ ქართველ ხალხთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კოორდინირება უნდა იყოს ქართველ ხალხთან, რაც რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება.
„კოორდინაციას რაც შეეხება, ჩემთვის ეს არ არის საინტერესო, ვისაც აინტერესებს, მან უსმინოს.ერთადერთი საკითხი შეიძლება იყოს პრობლემური დღეს, ეს არის კოორდინირება პოლიტიკოსებსა და ქართველ ხალხს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კოორდინაცია არსებობდეს. კონკრეტული ადამიანები კონკრეტული სიტყვების მოგონებით, რომ მე ამას გავაკეთებ, 31-32 მარტს რაღაცას ვიზამ და შევქმნი, ეს არ არის ჩემთვის საინტერესო. ჩემთვის საინტერესოა ყოველდღიური ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ, მათ შორის ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს მოგვიწევს ფიზიკურად. თუ ფიქრობთ, რომ ფიზიკური ბრძოლა, წინააღმდეგობა, პირობითად ვამბობ, არ არის ვინმესთვის მისაღები, მაშინ ის არც უნდა იყოს ამ პროცესში, და რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლება დღეს გვაკითხავს სახლში 5000 ლარიანი ჯარიმებით, მარბიელი რაზმებით, ცემა-ტყეპით, სროლით, მუქარით. ამიტომ უნდა გვესმოდეს, ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა და მხოლოდ ასე დავამარცხებთ ივანიშვილს. ეს ადამიანი ჩემთვის აქტუალური და საინტერესო არ არის. მე მისგან არასდროს არაფერი მომითხოვია. ის ვალდებული იყო, რუსული აგენტურის მიერ გასამართლებული პრეზიდენტი ციხეში არ ჩაეტოვებინა. მე, პირადად, და ჩემს პარტიას მოთხოვნა, რომ ეს უნდა გააკეთოს, არ გვქონია. ის იყო ვალდებული, რომ ეს გაეკეთებინა. არ გააკეთა? ეს მისი პოლიტიკური მომავლის და ღირებულებების საკითხია. ვწუხვარ მის გამო. მე არ მაინტერესებს ეს ადამიანი, სურვილი არ მაქვს, რომ შევაფასო. აღარ არის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ არალეგიტიმური პრეზიდენტი გვყავს, ასევე სალომე ზურაბიშვილსაც რაღაც დროის მერე ვადა ხომ გასდიოდა, ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია? შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ეს ადამიანი ჩემთვის არ არის საინტერესო“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა