17 მარტიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინორმაციით, 17 მარტის დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 19-20 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი.
სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4 – 5 ბალიანი შტორმი.
საქართველოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის დნობამ და თანდართულმა ინტენსიურმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, შემდგომი ადიდება, ცალკეულ მონაკვეთებზე მათი კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება (საფრთხის დონე მაღალი).

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა