“ერთმნიშვნელოვნად თქმა, როგორი წარმატებული იქნება შუა დერეფანი, რთულია,“ – ვლადიმერ პაპავა

„დღეს ერთმნიშვნელოვნად თქმა, როგორი წარმატებული იქნება შუა დერეფანი, რთულია,“-ამის შესახებ აკადემიკოსმა, ვლადიმერ პაპავამ „ბიზნესპარტნიორში” განაცხადა. მისივე განმარტებით, შუა დერეფნის განვითარების პოტენციალს სწორი გამოყენება უნდა.
„შუა დერეფანი – ეს არის სტრატეგიული პოტენციალი. ის აიტაცა მთელმა მსოფლიომ, ბრიუსელმაც, ვაშინგტონმაც. მით უმეტეს დღეს, როცა ჩრდილოეთ დერეფანი, რომელიც რუსეთზე გადის, ბლოკირებულია. სამხრეთ დერეფანი, რომელიც გადის სანქცირებულ ირანზე – ბლოკირებულია -ს მიერ. პერსპექტივა აქვს შუა დერეფნის განვითარებას. აქ დაინტერესებული მოთამაშეების რაოდენობა და მათი ძალა მნიშვნელოვანია. აქ არამარტო ჩინეთზეა საუბარი, არიან ცენტრალური აზიის ქვეყნები, რომლებთანაც მნიშვნელოვანი შეხვედრები იმართება.
ერთის მხრივ, შუა დერეფანი სჭირდება ევროკავშირს, მეორე მხრივ კი, ჩინეთს. დამოკიდებულება აშშ-სა და ჩინეთის მიმართ არის რთული, მაგრამ დღეს დამოკიდებულება რთული გახდა ამერიკასა და ევროპას შორისაც. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამეა, როცა ასეთი გასაღები გიჭირავს ხელში, არის შანსი რომ ეს გასაღები აქციო ოქროს გასაღებად და ამას გამოყენება უნდა,“-აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.