კოსმოსური გარიგება „ორი ერთში“ – უახლესი კოსმოსური ტელესკოპი NASA SPHEREx-ი, რომლის მისიაც ირმის ნახტომში სიცოცხლისთვის საჭირო კომპონენტების ძიებაა და მისია PUNCH-ი, რომელიც ოთხ თანამგზავრს შეიცავს და მზეზეა ორიენტირებული, კოსმოსში გაუშვეს.
NASA-ს სამეცნიერო მისიების სამმართველოს ადმინისტრაციის დირექტორის თქმით, NASA SPHEREx-ი და PUNCH-ი იძლევიან საშუალებას „მეტი მეცნიერება მიიტანონ კოსმოსამდე ნაკლები ხარჯებით“.
SPHEREx-ის მთავარი მისია სამყაროს განვითარების ეტაპის დადგენა და კოსმოსში სასიცოცხლო კომპონენტების პოვნაა. PUNCH-ი კი შეისწავლის თუ როგორ მოქმედებს მზე მზის სისტემაში არსებულ პლანეტებზე.
სანამ PUNCH-ი მზის დეტალური შესწავლით იქნება დაკავებული, SPHEREx-ი ასობით მილიონ ვარსკვლავს და გალაქტიკას დააკვირდება. ამგვარად, NASA-ს სამეცნიერო მისიები შეისწავლიან სამყაროს სხვადასხვა მასშტაბებში, რაც დაეხმარება მეცნიერებს სამყაროს უკეთ შეცნობაში.
წყარო: imedinews.ge