ორბანთან შეხვედრის ორგანიზება მსურს, მიუხედავად იმისა, რომ კიევისადმი მისი პოლიტიკა არც ისე მეგობრულია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან მის რამდენიმე შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასთან არასდროს არ ულაპარაკია “ცეცხლის შეწყვეტაზე ან პუტინთან დიალოგზე.”
“შესაძლოა, მას ეს თემები წამოუწევია თავის მეგობრებთან, ევროკავშირის ლიდერებთან ან სადმე საზღვარგარეთ, აშშ-ში. ჩემთვის ეს ცოტათი უცნაურია, ვინაიდან, ხანდახან ჩვენდამი მისი პოლიტიკა არც ისე მეგობრულია. და ეს ფაქტი მას ჩემგან მოუსმენია. ბევრი კითხვა მქონდა მასთან,” – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა გარკვეულ კითხვებზე პასუხებს ეძებს და ამისთვის უნგრულ მხარესთან შეხვედრის ორგანიზებას ცდილობს.
“წინა ჯერზე, არგენტინაში, ორბანს ვუთხარი: “ვიქტორ, ერთი მიზეზი მაინც მომეცი ევროკავშირში მხარს რატომ არ გვიჭერთ?” მან ვერ შეძლო თქმა… და მეორე, ვკითხე მას, რატომ არ შეგვიძლია ჩვენს შორის ოფიციალური შეხვედრის ორგანიზება? და მან ასევე ვერ შეძლო პასუხის გაცემა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.