ოპოზიცია ძალიან რთულ ვითარებაშია, საბაბებს ეძებენ, თავიდან აიცილონ არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან იციან, რომ მათი რეიტინგი კიდევ უფრო მკვეთრად და დრამატულად შემცირებულია, ვიდრე იყო საპარლამენტო არჩევნების დროს

ოპოზიცია ძალიან რთულ ვითარებაშია, საბაბებს ეძებენ, თავიდან აიცილონ არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან იციან, რომ მათი რეიტინგი კიდევ უფრო მკვეთრად და დრამატულად შემცირებულია, ვიდრე იყო საპარლამენტო არჩევნების დროს
ოპოზიცია არის ძალიან რთულ ვითარებაში, ისინი საბაბებს ეძებენ, რომ თავიდან აიცილონ ამ არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან იციან, რომ მათი რეიტინგი არის კიდევ უფრო მკვეთრად და დრამატულად შემცირებული, ვიდრე ეს იყო საპარლამენტო არჩევნების დროს, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ საკუთარ ამომრჩეველს იმედი გაუწბილა.
„არ მიიღეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა. იმ რაღაც აბსურდული განცხადებების, რომ თითქოს 400 ათასი ხმა გაყალბდა და ასი ათასი ადამიანი პირადობის გარეშე დავტოვეთ, ერთი მტკიცებულება ვერ წარადგინეს. ამითაც, რა თქმა უნდა, გული დაწყვიტეს თავიანთ ამომრჩეველს და მიხვდნენ, რომ მათ ტყუილში აცხოვრებენ. ახლა ღიად აცხადებენ, რომ მათ მთავარ მიზანს წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური დესტაბილიზაცია, დესტაბილიზაციის გამოწვევა და რა თქმა უნდა, ესეც მათ ამომრჩეველს კარგად ესმის, რომ მტრულ ძალებთან აქვთ საქმე“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ოპოზიციის ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ისევ არ აპირებს. მიზეზად, ქვეყანაში პოლიტიკური მოცემულობის ცვლილებას ასახელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა