“ოპერაცია კეთლდღეობის დასაცავად” – ამერიკამ წითელ ზღვაში მრავალეროვნული ოპერაცია დაიწყო

შეერთებულმა შტატებმა წითელ ზღვაში სავაჭრო გზების დასაცავად მრავალეროვნული ოპერაცია წამოიწყო. მსხვილი გადამზიდი კომპანიები, ირანის მხარდაჭერილი სამხედრო ჯგუფების მოქმედებების გამო, იძულებულნი გახდნენ, მარშრუტი შეეცვალათ, რამაც გლობალური ვაჭრობის შეფერხების გამო, შეშფოთება გამოიწვია.
ჰუტი მებრძოლების შეიარაღებულმა დაჯგუფება, რომელიც მრავალწლიანი ომის შემდეგ, იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებს, წითელ ზღვაში, საერთაშორისო გემებს დრონებითა და რაკეტებით დაესხა თავს. დაჯგუფება აცხადებს, რომ ესაა მათი პასუხის, „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის მიერ გამოცხადებულ ომზე.
ამ კვირაში, დაჯგუფების თავდასხმებს უკვე მოჰყვა შედეგები გლობალურ ვაჭრობაზე. ძირითად სავაჭრო მარშრუტზე, რომელიც ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას, სუეცის არხის გავლით, აზიასთან აკავშირებს, შეფერხებები იყო.
ნავთობის უდიდესმა კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმმა“ (BP), წითელი ზღვის ყველა ტრანზიტი შეაჩერა. ამასთან, უმსხვილესმა გადამზიდმა ფირმებმა, მათ შორის Maersk-მა, ახალი მარშრუტის გამოენება დაიწყეს, რაც გადაზიდვისთვის საჭირო დროს რამდენიმე დღით ზრდის და უფრო დიდ ხარჯებსაც იწვევს.
ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ მრავალეროვნულ ოპერაციაში ჩართულია ბრიტანეთი, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სეიშელის კუნძულები და ესპანეთი. წითელი ზღვის უსაფრთხოების ოპერაციის შესახებ ოსტინმა ბაჰრეინში ვიზიტისას ისაუბრა, სადაც ამერიკის ახლო აღმოსავლეთის საზღვაო ძალების შტაბ-ბინაა განთავსებული.
„ეს საერთაშორისო გამოწვევაა, რომელიც კოლექტიურ მოქმედებას მოითხოვს“, – თქვა ოსტინმა, და „კეთილდღეობის დამცველი ოპერაცია“ გამოაცხადა. თავდაცვის მდივანმა დაგმო „ჰუტი მებრძოლების უგუნური ქმედებები“ და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, ოპერაციაში წვლილი შეიტანონ.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!