სამეზობლოში კვერცხი ყველაზე ძვირი საქართველოშია

ბოლო დროს რიგ ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაძვირდა კვერცხი. ე.წ. “კვერცხის ინფლაციამ” გავლენა მოახდინა მიწოდების ჯაჭვზეც – ფასის ზრდასთან ერთად, შეიქმნა მისი დეფიციტიც.
მედიაში ვრცელდება -ის მარკეტებში გადაღებული ვიდეოებიც, სადაც მყიდველებს შორის კვერცხისთვის ნამდვილი ხელჩართული ბრძოლაა გამართული.
ბოლო რამდენიმე თვეა, აშშ-ში კვერცხის ფასი საშუალოდ 15%-ით გაიზარდა. ფაქტორებად, ფრინველის გრიპის გავრცელებას (რამაც ქათმების გაწყვეტა გამოიწვია) და წარმოების ხარჯების მატებას ასახლებენ.
Numbeo-ს მიხედვით, 12 საშუალო ზომის ქათმის კვერცხი ყველაზე ძვირი შვეიცარიაში, ყველაზე იაფი კი ინდოეთში.
5 ქვეყანა, სადაც კვერცხი ყველაზე ძვირია:
· შვეიცარია: 6.61 დოლარი
· ახალი ზელანდია: 6.12 დოლარი
· ნიდერლანდები: 4.34 დოლარი
· ავსტრია: 4.11 დოლარი
· ავსტრალია: 4.09 დოლარი
· აშშ: 3.91 დოლარი
5 ქვეყანა, სადაც კვერცხი ყველაზე იაფია:
· ინდოეთი: 0.95 დოლარი
· : 1.35 დოლარი
· ინდონეზია: 1.56 აშშ დოლარი
· ჩინეთი: 1.62 დოლარი
· მალაიზია: 1.91 დოლარი
რაც შეეხება საქართველოს, Numbeo-ს მიხედვით, აქ 12 ცალი საშუალო ზომის კვერცხი 2.32 დოლარი ღირს, აზერბაიჯანში – 1.37 დოლარი, სომხეთში – 2.31 დოლარი, თურქეთში – 1.67 დოლარი.
ცნობისათვის, Numbeo-ს რეიტინგში სულ 127 ქვეყნის მონაცემია შეყვანილი.
წყარო: bpn.ge